
კომპანიის შესახებ
StudOrga არის ინოვაციური ციფრული ჰაბი, რომელიც აკავშირებს საგანმანათლებლო და არასამთავრობო ორგანიზაციებს მათი პროექტებით დაინტერესებულ ახალგაზრდებთან. ჩვენ გვჯერა, რომ ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება საუკეთესო გზაა პიროვნული და კარიერული განვითარებისათვის. ჩვენი პლატფორმა შექმნილია მათთვის, ვინც მუდამ ეძებს ახალი გამოწვევებს, სურს ცოდნის გაღრმავება და სამყაროს განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანა.
ჩვენი მისია
ჩვენი მისიაა დავაკავშიროთ ორგანიზაციები მოტივირებულ ახალგაზრდებთან, გავამარტივოთ კომუნიკაცია და შევუქმნათ მათ შესაძლებლობები, რომლებიც ხელს შეუწყობს პროფესიულ და პიროვნულ განვითარებას. ჩვენ ვაშენებთ სივრცეს, სადაც ახალგაზრდებსა და ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობა ხდება ეფექტური, მარტივი და მიზანმიმართული.
ახალგაზრდების გაძლიერება:
ახალგაზრდების გაძლიერება: ჩვენ მათ ვთავაზობთ ცოდნას, უნარებსა და განვითარების შესაძლებლობებს, რაც მათ საშუალებას აძლევს, გახდნენ როგორც ძლიერი ლიდერები და ინოვატორები, ასევე საკუთარი საქმის სპეციალისტები.
ორგანიზაციების მხარდაჭერა:
ვეხმარებით მათ, განახორციელონ პროექტები სწორი აუდიტორიის მოზიდვით.
პარტნიორობის გაძლიერება:
ვქმნით პლატფორმას, რომელიც აკავშირებს ახალგაზრდებსა და ორგანიზაციებს, ქმნის ნაყოფიერ თანამშრომლობას და უწყობს ხელს ორივე მხარის ზრდას.
საზოგადოების განვითარება:
ვმუშაობთ იმაზე, რომ თითოეულმა ახალგაზრდამ და ორგანიზაციამ შეძლოს პოზიტიური ცვლილებების განხორციელება, რაც დადებით გავლენას მოახდენს მთლიანად საზოგადოების განვითარებასა და კეთილდღეობაზე.